სტუდია
ვებ დეველოპერული ჯგუფი – HyperNET Studio არის სტუდია, რომელსაც გააჩნია ძლიერი შემოქმედებით ინტელექტუალური საფუძველი, რათა შექმნას თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ხელი შეუწყოს ქართული ინტერნეტ რესურსების განვითარებას.
სტუდიის საქმიანობა მოიცავს ვებ-გვერდების დამზადებასა და მათ პრომოუშენს. ჩვენ გთავაზობთ მისაღებ ფასებში თემატურ ორიგინილური და თანამედროვე სტანდარტების ვებ-გვერდების დამზადებას და მათ განთავსებას ინტერნეტში სწრაფად და ხარისხიანად.
საიტების მართვის სისტემა – CMS
თუ თქვენ გსურთ, სპეციალისტების დაუხმარებლად მართოთ თქვენი ვებ საიტი – გთავაზობთ ვებ გვერდების მართვის სისტემის CMS დაყენებას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ვებ გვერდის განახლებაში. სისტემა მოსახერხებელია მათთვის ვინც არ ფლობს პროგრამირების ენებს და უბრალოდ იცის პროგრამა Office Word.
საიტების რედიზაინი
თუ თქვენ უკვე გაქვთ ვებ გვერდი და გსურთ შეცვალოთ დიზაინი, ან გსურთ დაამატოთ პროგრამული მოდულები თქვენს პროექტს – ჩვენ გთავაზობთ საიტის გადაკეთებას დაწყებული დიზაინითა და დამთავრებული ფუნქციონალური სტრუქტურით.
საიტების ინდექსაცია
საიტის დამზადება ეს მხოლოდ ნახევარი საქმეა. იმისათვის, რომ თქვენს შესახებ შეიტყოს მსოფლიომ ან განსაზღვრული კატეგორიის მომხმარებლებმა, ამისათვის აუცილებელია ვებ გვერდის ინდექსაცია პოპულარულ საძიებო სისტემებში. ჩვენ გთავაზობთ თქენი საიტის ინდექსაციას ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემებში შეღავათიან ფასებში.
ბანერების დამზადება
თქვენი ვებ გვერდის პოპულარიზაციისთვის და ვიზიტორების რაოდენობის ასამაღლებლად ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალებაა ინტერნეტში რეკლამის განთავსება. ინტერნეტში სარეკლამო მატერიალის გასანთავსებლად აუცილებელია სარეკლამო ბანერის დამზადება. გთავაზობთ ნებისმიერი ფორმატის სარეკლამო ბანერის დამზადებასა და განთავსებას.
Presentation

