ტექნოლოგია
ვებ-სისტემების პროექტირებისა და დამზადების თანამედროვე, აპრობირებული ტექნოლოგიების გამოყენება გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ისეთი ფართო პროფილისა და თემატიკის საიტები, რომლებიც სრულ სტილისტურ-ფუნქციონალურ შესაბამისობაში იქნება თქვენი კომპანიის იმიჯთან, მიზნებთან, თქვენი მომხმარებლების ინტერესებთან და ისეთ თანამედროვე სპექტრალურ მოთხოვნებთან, როგორიცაა:
სისტემური თავსებადობა
დღეს-დღეობით ინტერნეტის მომხმარებელთა გარკვეული ნაწილისთვის ვებ-გვერდების უმრავლესობის მიმოხილვა მოუხერხებელია ან საკმაოდ გაძნელებული. თანამედროვე სტანდარტებით, პროფესიონალურად დამზადებული საიტი თავსებადია ყველა გავრცელებულ ოპერაციულ სისტემასთან, ბრაუზერთან და ეკრანის გარჩევადობასთან.
მას-ბრენდი
თემატური სტილის მოთხოვნებით შექმნილი, დამუშავებული და ორიგინალური დიზაინი განსაზღვრავს თქვენი კომპანიის სახისა და იმიჯის იდენტიფიცირებას, დამკვიდრებას, ბრენდის გაუმჯობესებას და მომხმარებელთა ინტერესის ზრდას.
ინფო-პრაქტიკულობა
ნებისმიერი ვებ-გვერდის მთავარი კომპონენტია მისი შინაარსი (ტექსტური და გრაფიკული ინფორმაცია). მხოლოდ ოპტიმალური ფორმით ორგანიზებული, სრული და დროულად განახლებადი ინფორმაცია იწვევს მნახველთა დაინტერესებასა და ვებ-გვერდის პოპულარიზაციას. საინტერესო და ინფორმატიული ვებ-საიტის მიმოხილვის მოხერხებულობას განაპირობებს: გვერდების ჩატვირთვის მცირე დრო, ლოგიკურად და მოკლედ გადანაწილებული ინფორმაცია, მარტივი ნავიგაცია, ადვილად აღქმადი და გამართული ტექსტურ-გრაფიკული ინფორმაცია.
ჰიპერ-ინტეგრაცია
კორპორატიული ვებ-პროექტი კომპანიას აძლევს მომხმარებელთან ორმხრივი კავშირის პრაქტიკულ შესაძლებლობებს ისეთი აპლიკაციური მოდულების ინტეგრაციის გზით, როგორიცაა – დაგზავნის სიები, ფორუმი, გამოკითხვა, უკუკავშირის სისტემა და ა. შ.
თანამედროვე სტანდარტების ვებ-გვერდის პროექტირება-დამზადების პროცესი მოიცავს დომენური სახელის რეგისტრაციის, დაგეგმარების, ვიზიო-დიზაინის, პროგრამული ინტეგრირების და ტესტირება-განთავსების ეტაპებს:
დომენური სახელის რეგისტრაცია.
დაგეგმარების ეტაპი:
ვებ – პროექტის თემატური პროფილის დადგენა.
საიტის ტექსტურ-გრაფიკული შინაარსის განსაზღვრა.
ინტერაქტიული აპლი-მოდულების განსაზღვრა.
საიტის საბაზო სტრუქტურის ჩამოყალიბება.
ვიზიო-დიზაინის ეტაპი:
ვებ-პროექტის სტრუქტურული მაკეტის შექმნა.
აპლიკაციური მოდულების მონახაზების შექმნა.
იმიჯ-სტილის მორგება საიტის შინაარსისა და აპლი-მოდულებისათვის.
პარალელურად , შემცველობის რედაქტირება, რომელიც ხორციელდება საიტის შექმნის ფაზაში.
პროგრამ ული ინტეგრ ირების ეტაპი:
ჰიპერ-ტექსტური ( HTML ) გვერდების პროგრამირება.
ინტერაქტიული აპ ლი-მოდულების პროგრამირება.
ტექსტის, გრაფიკის, ანიმაცი ის და სხვა – ინტეგრირება.
საიტის პროგრამული ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებ ის ალგორითმული იდენტიფიკაციისათვის.
ტესტირება – განთავსების ეტაპი:
დასრულებული – ბეტა-საიტის ფუნქციონირების ტესტირება ლოკალურ ვებ-სერვერზე.
ვებ-გვერდის განთავსება ( FTP) პროვაიდერის ჰოსტინგ-არეში.
საძიებო სისტემებში რეგისტრაცია და შემდგომი ოპტიმიზაცია.
საიტის შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერა.

